Accentnews.ge
მედია: უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში „გაზპრომის“ უკანასკნელი პუნქტი ჩაიგდო ხელში, რომლითაც ევროპას გაზი მიეწოდება

მედია: უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში „გაზპრომის“ უკანასკნელი პუნქტი ჩაიგდო ხელში, რომლითაც ევროპას გაზი მიეწოდება

07/08/2024 14:39:50 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრილმა უკრაინულმა არმიამ კონტროლი დაამყარა რუსული კომპანია "გაზპრომის“ იმ უკანასკნელ სადგურ "სუჯაზე", რომლითაც რუსული გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპას მიეწოდება. იუწყება The Moscow Times რუს სამხედრო კორესპონდენტებზე დაყრდნობით.

"სუჯის" სადგურის მეშვეობით "გზაპრომს" ექსპორტზე ყოველდღიურად 40 მილიონი კუბური მეტრი გაზი გააქვს. ბუნებრივი აირი მიეწოდება ავსტრიას, სლოვაკეთს, უნგრეთს და ევროპაში "გაზპრომის" მიწოდებების თითქმის ნახევარს უზრუნველყოფს. დანარჩენი გაზი ევროპის ქვეყნებს თურქეთის გავლით, "თურქული ნაკადის" მილსადენით მიეწოდებათ.

მათივე ინფორმაციით, თავად ქალაქი სუჯა, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის ძალები იმყოფებოდნენ, ოპერატიულ ალყაშია მოქცეული.

დღის მეორე ნახევრისთვის რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებოდნენ, რომ უკრაინულმა არმიამ კურსკის ოლქის სიღრმეში კიდევ 3 კილომეტრით წინ წაიწია და მის კონტროლს დაექვემდებარა დასახლებული პუნქტები ობუხოკვა, პოკროვსკოე, ტოლსტი ლუგი და ლიუბიმოვკა.

თვითმხილველების ინფორმაციით, უკრაინულ ძალებს დაკავებული აქვთ ქალაქ სუჯის დასავლეთ განაპირა რაიონები და უკვე მოქმედებენ თავად ქალაქშიც, გასული ღამის განმავლობაში მათ სარეზერვო დანაყოფებიც შეემატნენ და არსებობს რუსეთის მიერ ქალაქ სუჯის დაკარგვის "ძალიან მაღალი ალბათობა".

როგორც რუსი სამხედრო მიმოხილველები ვარაუდობენ, უკრაინული ძალების მორიგ სამიზნედ კურსკის ატომური ელექტროსადგური შესაძლოა იქცეს: სადგურამდე, რომელიც რუსეთის ცენტრალური ფედერალური ოლქის 19 რეგიონს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, უკრაინელებს 45 კილომეტრზე ნაკლები რჩებათ.

ცნობისთვის: დღეს დილისთვის რუსეთს კურსკის ოლქში კონტროლი 11 დასახლებულ პუნქტზე ჰქონდა დაკარგული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S