Accentnews.ge
11-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ გერასიმოვი პუტინს „მტრის რუსეთიდან გაძევებას“ დაჰპირდა

11-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ გერასიმოვი პუტინს „მტრის რუსეთიდან გაძევებას“ დაჰპირდა

07/08/2024 15:06:47 მსოფლიო

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი პრეზიდენტ პუტინს ქვეყნის კურსკის ოლქის უკრაინული ჯარებისგან გათავისუფლებას დაჰპირდა, როგორც გენერალმა გერასიმოვმა დღეს პუტინის მიერ მოწვეულ სხდომაზე განაცხადა, "უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 1000 კაცამდე შემადგენლობით რუსეთის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს, მოსკოვის დროით 05:30 სთ-ზე სუჯის რაიონის ნაწილის ოკუპაციის მიზნით შეიჭრა, თუმცა ამ დროისთვის ოლქის სიღრმისკენ მისი სვლა შეჩერებულია".

მისივე მტკიცებით, შეტევის მსვლელობისას უკრაინულმა არმიამ დაკარგა 100 ჯარისკაცი, 54 ერთეული ჯავშან-ტექნიკა, მათ შორის - 7 ტანკი.

"დაჯგუფება "სევერის" ქვედანაყოფები უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებთან ერთად ამჟამადაც აგრძელებენ კურსკის ოლქიდან მტრის განდევნას და პურიბას გაძლევთ, მალე მას რუსეთის ტერიტორიას სრულად დავატოვებინებთ" - დაჰპირდა გერასიმოვი პუტინს კურსკის ოლქში 11-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ.

დღის მეორე ნახევრისთვის რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებოდნენ, რომ უკრაინულმა არმიამ კურსკის ოლქის სიღრმეში კიდევ 3 კილომეტრით წინ წაიწია და მის კონტროლს დაექვემდებარა დასახლებული პუნქტები ობუხოკვა, პოკროვსკოე, ტოლსტი ლუგი და ლიუბიმოვკა.

თვითმხილველების ინფორმაციით, უკრაინულ ძალებს დაკავებული აქვთ ქალაქ სუჯის დასავლეთ განაპირა რაიონები და უკვე მოქმედებენ თავად ქალაქშიც, გასული ღამის განმავლობაში მათ სარეზერვო დანაყოფებიც შეემატნენ და არსებობს რუსეთის მიერ ქალაქ სუჯის დაკარგვის "ძალიან მაღალი ალბათობა".

როგორც რუსი სამხედრო მიმოხილველები ვარაუდობენ, უკრაინული ძალების მორიგ სამიზნედ კურსკის ატომური ელექტროსადგური შესაძლოა იქცეს: სადგურამდე, რომელიც რუსეთის ცენტრალური ფედერალური ოლქის 19 რეგიონს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, უკრაინელებს 45 კილომეტრზე ნაკლები რჩებათ.

ცნობისთვის: დღეს დილისთვის რუსეთს კურსკის ოლქში კონტროლი 11 დასახლებულ პუნქტზე ჰქონდა დაკარგული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S