Accentnews.ge
რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

07/08/2024 18:30:32 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა. მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი პრეზიდენტ პუტინს არწმუნებდა, რომ უკრაინელების წინსვლა შეაჩერა. თუმცა განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერები.

სმირნოვის თქმით, რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება.

“რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი ტელეგრამ–არხზე.

რუსული მედია წერს, რომ 6 აგვისტოს საღამოსთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა შეძლეს რუსეთის სიღრმეში 15 კმ-ით შეღწევა და ატომური ელექტროსადგურიდან დაახლოებით 76 კმ-ის დაშორებით პლაცდარმის შექმნა. ღამით ქალაქ კურჩატოვს, სადაც სადგური მდებარეობს, დრონები დაესხნენ თავს. ათეულობით რუსი სამხედროს დატყვევების ამსახველი კადრები ვრცელდება.

z-არხების მიხედვით, 7 აგვისტოს ღამეს უკრაინელმა ჯარებმა დაიკავეს 11 დასახლება, მათ შორის ლიუბიმოვკა, ობუხოვკა, ლებედევკა, პოკროვსკოე, ზელენი შლიახი, ტოლსტი ლუგი, ნიჟნი კლინი, ნიკოლაევო -დარინო, დარინო და სვერდლიკოვო.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან კურსკის რეგიონში რეზერვების გაგზავნის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს შეტევის განვითარება. სამშაბათს ნაშუადღევს რუსულმა არმიამ დაკარგა კონტროლი სუჯას გაზის სადგურზე, რომელიც უზრუნველყოფს "გაზპრომის" ევროპაში მიწოდების დაახლოებით ნახევარს და ამავე სახელწოდების ქალაქი ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდა.

იმავდროულად, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა დაახლოებით 17:00 საათზე განაცხადა, რომ ჯარმა მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერება. მან დაარწმუნა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ სამხედროები, ეფესბე–ს მესაზღვრეებთან ერთად, აგრძელებენ უკრაინული ჯარების გაყვანას კურსკის რეგიონიდან. თუმცა ამის შემდეგ, კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების ცნობით, უკრაინელებმა დაიკავეს კიდევ რამდენიმე სოფელი და მიუახლოვდნენ კორენევოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S