
ბათუმში სროლის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაიჭრა
08/08/2024 06:19:12 სამართალი
გამოცემა "აჭარა თაიმსის" ცნობით, ბათუმში სროლის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა კაჩინსკების ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული კადრების მხედვით, ადამიანები სასწრაფო დახმარების ჯგუფს იძახებენ, ასევე ძირს დავარდნილი ერთ–ერთი პირის დახმარებას ცდილობენ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შსს–ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.