Accentnews.ge
მედია: ირანის პრეზიდენტმა აიათოლა ხამენეის სთხოვა, გამანადგურებელი უკუშედეგის ასაცილებლად, ისრაელთან ომი აირიდონ

მედია: ირანის პრეზიდენტმა აიათოლა ხამენეის სთხოვა, გამანადგურებელი უკუშედეგის ასაცილებლად, ისრაელთან ომი აირიდონ

08/08/2024 08:17:53 მსოფლიო

ირანის ახალმა პრეზიდენტმა აიათოლა ხამენეის სთხოვა, გამანადგურებელი უკუშედეგის თავიდან ასაცილებლად, ისრაელთან ომი თავიდან აირიდონ - ამის შესახებ დასავლური მედია ირანულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი შიშობს, რომ ისრაელი საპასუხო იერიშებს ირანის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიიტანს, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

დასავლური მედიების ცნობით, ირანმა შესაძლოა ისრაელზე მასშტაბური პირდაპირი თავდასხმა გადაიფიქროს, თუმცა საფრთხედ რჩება ლიბანში მოქმედი "ჰეზბოლა".

CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰეზბოლა" სავარაუდოდ, ისრაელზე იერიშს მიიტანს იმისდა მიუხედავად, თუ რას მოიმოქმედებს ირანი. ამერიკული მედიის ცნობით, მათთან ამის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მქონე ორმა პირმა ანონიმურად ისაუბრა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება ბევრად უფრო ჩქარი ტემპით გეგმავს და ელის ისრაელზე იერიშს, ვიდრე ირანი. წყაროების თქმით, პარალელურად ირანის კვლავ ფიქრობს ისრაელისადმი საპასუხო გეგმებზე. ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, რომ ირანი ნაწილობრივ მოემზადა, თუმცა მასშტაბური დარტყმისთვის სრულ მზადყოფნაში არაა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, რეგიონში ირანის უძლიერესი მარიონეტი, "ჰეზბოლა" და თეირანი, შესაძლოა, იერიშთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს ერთად სრულად არ განიხილავენ.

"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიას აფეთქების შემდეგ ისრაელი ირანის თავდასხმის მოლოდინშია. თეირანში პირობას დებდნენ, რომ ისრაელს "დასჯიდნენ" და პასუხს აუცილებლად გასცემდნენ. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ.

31 ივლისის გამთენიისას "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ირანი და "ჰამასი" ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S