Accentnews.ge
მედვედევი „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ დაპყრობასაც მოითხოვს

მედვედევი „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ დაპყრობასაც მოითხოვს

08/08/2024 08:44:14 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი მოითხოვს, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის „ტერორისტულ ოპერაციას“ მოჰყვეს „პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი“.

8 აგვისტოს მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამ მომენტიდან სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღიად ექსტერიტორიული ხასიათი“. რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოესბ უკრაინაში 2022 წლიდან და საკუთარ ტერიტორიებად აქვს გამოცხადებული უკრაინის ოთხი რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებს ადმინისტრაციულ საზღვრებში ვერ აკონტროლებს.

მედვედევი აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ მიწებიც უნდა დაიპყრონ და წავიდნენ „ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორს“.

მისი მტკიცებით, „უკრაინის რაიხის გარკვეული აღიარებული საზღვრების თვალსაზრისით“ შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს და უფრო მეტიც, ახლა, ეს უნდა განიხილებოდეს ღიად, უხერხულობისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S