Accentnews.ge
ადვოკატი: სადიგოვმა შსს-ს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებაც

ადვოკატი: სადიგოვმა შსს-ს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებაც

08/08/2024 14:44:32 სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის ინფორმაციით, სადიგოვმა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. უფლებადამცველმა შესაბამისი დოკუმენტაციით მეორე ინსტანციას უკვე მიმართა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს.

"ჩვენი მოთხოვნა იყო სააპელაციო საჩივარში, რომ გათავისუფლებულიყო და საერთოდ არც ერთი არ გამოყენებულიყო, ალტერნატივის სახით, სასამართლოს, ვთავაზობთ, რომ მის მიმართ გამოიყენოს, თუ მიიჩნევს, რა თქმა უნდა, სასამართლო ამ შემთხვევაში, გირაო 2000 ლარის ოდენობით. ბატონმა აფგან სადიგოვმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე მიმართა განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. შესაბამისად, უკვე რადგან ეს პროცედურები დაიწყება, პირის ექსტრადაცია ვერ განხორციელდება, სანამ ამოწურული არ იქნება თავშესაფრის საკითხი", - ამბობს სადიგოვის ადვოკატი.

4 აგვისტოს აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღძრული საქმის მიხედვით, ბრალად ედება ადამიანებისგან შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით.

დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ გაავრცელა. სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და ორი კვირის წინ მისი დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ქვეყნიდან არ გაუშვეს.

პროკურატურა მის პატიმრობას გაქცევის საფრთხის გამო ითხოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S