
The Telegraph: უკრაინამ 48 საათზე ნაკლებ დროში უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს
08/08/2024 16:30:42 მსოფლიო
უკრაინამ 48 საათზე ნაკლებ დროში უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს, – ასე ეხმიანება ბრიტანული გამოცემა The Telegraph რუსეთის კურსკის ოლქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
როგორ გამოცემა იუწყება, კურსკში მიმდინარე უკრაინის შეტევით ოპერაციას შესუსტების ნიშანი ჯერ–ჯერობით არ ეტყობა.
მისივე ცნობით, "უკრაინის შეტევას კურსკის რეგიონში სამი ძირითადი მიზანი აქვს:
- დონეცკის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანა;
- უთანხმოების დათესვა რუსეთის ფედერაციაში;
- ტერიტორიების გაცვლის შესახებ შეთანხმებაში წინსვლის მიღწევა მომავალი მოლაპარაკებების დროს".
"ნებისმიერ შემთხვევაში კურსკის შეტევა აჩვენებს, რომ რუსეთს 2023 წლის ივნისის აჯანყების დროს "ვაგნერის" ჯგუფის მიერ როსტოვის ელვისებური აღებისგან გაკვეთილი არ მიუღია", – დასძენს გამოცემა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021