
იაპონიამ პირველად გააფრთხილა მოსახლეობა "დიდი მიწისძვრის" შესახებ
09/08/2024 06:13:41 მსოფლიო
იაპონიამ პირველად გააფრთხილა მოსახლეობა უახლოეს მომავალში "დიდი მიწისძვრის" გაზრდილი რისკის შესახებ.
გაფრთხილება გაიცა ხუთშაბათს ღამით – ხალხს მოუწოდეს სიფხიზლისკენ, მაგრამ არა ევაკუაციისკენ. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს "დიდი მიწისძვრის" გარდაუვლობას, მაგრამ ამის ალბათობა ჩვეულებრივზე მაღალია.
რამდენიმე საათით ადრე 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა სამხრეთ კუნძულ კიუშუს მახლობლად, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ზიანი არ მოჰყოლია.