Accentnews.ge
ანდრეი ერმაკი: მშვიდობის მეორე სამიტში რუსეთის მონაწილეობა მასთან  მოლაპარაკებების დაწყებას არ ნიშნავს

ანდრეი ერმაკი: მშვიდობის მეორე სამიტში რუსეთის მონაწილეობა მასთან  მოლაპარაკებების დაწყებას არ ნიშნავს

09/08/2024 06:28:44 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის პოტენციური მოწვევა მშვიდობის მეორე სამიტზე არ უნდა იქნას აღქმული მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებად,– თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უკრაინულ მედიასთან.

მისი განმარტებით, რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა მომავალ სამშვიდობო სამიტში შესაძლებელია – სწორედ ამ ადამიანს გადაეცემა „მშვიდობის ფორმულის“ 10 პუნქტის განხორციელების შეთანხმებული ერთობლივი გეგმა.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას. არა, ამაზე არ არის საუბარი!",– ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, "ჩვენ გვსურს, რომ ასეთი შეხვედრაც კი, სადაც ეს გეგმა იქნება გადაცემული, იყოს არა უკრაინა-რუსეთის ფორმატში, არამედ ყველა ქვეყნის თანდასწრებით, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს გეგმას“.

ამასთან, თქვა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვინ შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის ის წარმომადგენელი, ვისთან შეხვედრაზედ უკრაინა მზად იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S