Accentnews.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ზუგდიდში შემოქმედებით საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ზუგდიდში შემოქმედებით საღამოს დაესწრო

09/08/2024 07:50:36 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით,ზუგდიდის მერიის, მწერალთა კავშირის, საგანმანათლებლო ცენტრის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ მხარდაჭერით და მხატვრების, პოეტების მონაწილეობით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, პოეტთაკულტურულ-შემოქმედებითისაღამოგაიმართა, ასევემოეწყოაფხაზეთიდანდევნილმხატვართანამუშევრებისგამოფენა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

"საღამოზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ ხელოვანებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილებიესწრებოდნენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვეცადეთ ხელოვნების, კულტურის სახით გამოგვეხატა ჩვენი სიყვარული ქართულ-აფხაზური ერთობის მიმართ.

შთამბეჭდავი იყო პოეტების მიერ აფხაზეთზე წაკითხული ლექსები, მხატვართა გამოფენა და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყოს ერთ-ერთი ლამაზი, ისტორიული მომენტი, სადაც კიდევ ერთი ძაფი გაიბა ჩვენს ენგურს იქით და აქეთ საქართველოში.

დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ყველა მხარდამჭერს, განსაკუთრებით ლაშა გვასალიას, ჩვენს პოეტებს, მხატვრებს აფხაზეთის სიყვარულისთვის და მჯერა, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჩართულობის მსგავსი მაგალითებით ვაგრძნობინებთ აფხაზებს ჩვენი ისტორიული ერთიანობის და საერთო კეთილდღეობის გარდაუვალობას,“ - დავით ფაცაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S