
პუტინმა 1 დღეში ხელმოწერილი 115 კანონით რუსეთში საბოლოოდ დაამყარა დიქტატურა
09/08/2024 08:52:04 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 აგვისტოს, ერთ დღეში ხელმოწეილი 115 ფედერალური კანონით ქვეყანაში საბოლოოდ გააფორმა საპოლიციო რეჟიმი და დიქტატურა.
1000 გვერდზე მეტი მოცულობის საკანონმდებლო ტექტსი, რომელიც კრემლს სახელმწიფო სათათბიროს საგაზაფხულო სესიის ფინალური სხდომების შედეგად გადაეგზავნა, პრეზიდენტი ხელმოწერით 24 საათში გამყარდა და საკანონდმებლო მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა.
ახალი კანონები ნებას რთავს რუსეთის ხელისუფლებას, ქვეყანაში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია არასასურველად გამოცხადდეს და მათში მონაწილე მოქალაქეები 6 წლით დააპატიმროს.
პუტინმა სასამართლო მანდატურებს ცეცხლსასროლი იარაღისა და ფიზიკური ძალის გამოყენების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, ელექტროშოკერებისა და სხვა სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება მიანიჭა.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი კანონით მოქალაქეებს ჩამოერთმევათ რუსეთის მოქალაქეობა სამხედრო აღრიცხვაზე დადგომის არსურვილის დაფიქსირების შემთხვევაში.
მორიგი კანონით პუტინმა მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების ახალი რეჟიმი შემოიღო: ამიერიდან შსს-ს თანამშრომლებს ამის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მიენიჭათ.
გარდა ამისა, პუტინმა ქვეყანაში სიმ-კარტების საპასპორტო მონაცემების გადამოწმების გარეშე გაყიდვა და მობილური ტელეფონის ბალანსის უპასპორტოდ შევსება აკრძალა.
კიდევ ერთი კანონით 10 ათას ადამიანზე მეტი აუდიტორიის მქონდე ბლოგერებსს როსკომნადზორში აღრიცხვაზე დადგომის ვალდებულება დაეკისრათ, ხოლო 500 ათასზე მეტი აუდიტორიის მქონდე სოცქსელებს, მომხმარებლების მონაცემების არამარტო როსკომნადზორისთვის, არამედ უშიშროების სამსახურისთვის წარდგენის.
ამასთანავე, პუტინმა უშიშროებასა და გენპროკურატურას "რუნეტში" ტრაფიკის მართვის უფლებამოსილება მიანიჭა: ძალოვან უწყებებს შეეძლებათ, როსკომნადზორზე შესაბამისი ბრძანებები გასცეს.
კიდევ ერთი კანონით პუტინმა ქვეყანაში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ბაზის ჩამოყალიბებას დაუდო საფუძველი: 2025 წლის პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიებს ვალდებულება დაეკისრებათ, მოქალაქეთა თანხმობის გარეშე მათი პერსონალური მონაცემები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიაწოდონ.
კიდევ ერთი კანონით პუტინმა ლიტერატურაში ნარკოტიკებისა და ლგბტ - ცხოვრების წესის "პროპაგანდა" აკრძალა, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, გაყიდვიდან ამოიღოს მისთვის არასასურველი ნებისმიერი წიგნი, რომელიც 1990 წლიდან დღემდეა გამოცემული.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ფრონტზე მყოფ რუს სამხედროებს გაჯეტების გამოყენება აუკრძალა და ამასთანავე ნება დართო თავდაცვის სამინისტროს რიგითი მოქალაქეებისგან კომფისცირებული იარაღი ფრონტზე გაგზავნოს.