Accentnews.ge
მედია: სინვარი დაინტერესებულია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით

მედია: სინვარი დაინტერესებულია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით

09/08/2024 10:40:16 მსოფლიო

"ჰამასის" ლიდერმა იაჰია სინვარმა ღაზას გარეთ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებს მოუწოდა, დათანხმდნენ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას და არ დაელოდონ ისრაელსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციას,– "ჰამასის" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება ისრაელის "მე-12 არხი".

არხის ცნობით, სინვარს არ აქვს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ირანთან. მეორეს მხრივ, The Wall Street Journal წერდა, რომ როდესაც დაჯგუფების წევრები შეიკრიბნენ პოლიტიკური ლიდერის ასარჩევად, სინვარს ჰქონდა გზავნილი, რომ "ახალი ლიდერი ირანთან დაახლოებული უნდა იყოსო." თუმცა "მე-12 არხი" ამბობს, რომ სინვარი მისი სამხედრო მეთაურების მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშაა.

სინვარმა კატარში "ჰამასის" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ არც ერთი მათგანი არ უნდა ჩაერიოს მძევლების შესახებ მოლაპარაკებებში, მისი მოადგილის, ხალილ ალ-ჰაიასა და "ჰამასის" მაღალჩნოსნის, ღაზი ჰამადის გარდა, რომლებმაც ღაზა ომის დაწყებამდე დატოვეს.

როგორც "მე-12 არხი" წერს, სინვარს არ ახარებს ახალ პოზიციაზე მისი არჩევა და თვლის, რომ ეს მახე იყო, რადგან მას მიენიჭა წოდება უფლებამოსილების აღსრულების შესაძლებლობის გარეშე, იმალება რა ღაზაში, მიწისქვეშა გვირაბებში. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ლიდერებს, ვისთანაც ის არც ისე დაახლოებულია, საზღვარგარეთ უფრო დომინანტი მოთამაშეები გახდნენ ტერორისტულ დაჯგუფებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S