
მედია: რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელებმა დრონით კიდევ ერთ რუსულ ვერტმფრენს დაარტყეს
09/08/2024 11:03:56 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიდევ ერთ რუსულ ვერტმფრენს დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით.
ცნობების მიხედვით, თავდასხმა FPV დრონით განხორციელდა უსაფრთხოების სამსახურის "ალფა"-ს მიერ. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს დრონი ვერტმფრენს ფრენისას.
მსგავსი ღონისძიების შესახებ 6 აგვისტოსაც გახდა ცნობილი. ამ შემთხვევაშიც კურსკის ოლქში. დრონით უკრაინელებმა Mi-28 ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე 327 ვერტმფრენი დაკარგა. მოსკოვი არ იტყობინება დანაკარგების შესახებ.