
მასკთან კამათის შემდეგ მადურომ ვენესუელაში X დაბლოკა
09/08/2024 12:52:31 მსოფლიო
ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ გასცა ბრძანება, ქვეყანაში 10 დღით დაიბლოკოს X-ზე წვდომა. Associated Press-ის ცნობით, მან სოციალური მედიის მფლობელი ილონ მასკი დაადანაშაულა პლატფორმის "სიძულვილის გასაღვივებლად" გამოყენებაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვენესუელაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე.
AP-ის ჟურნალისტებმა კარაკასში დაადასტურეს, რომ 8 აგვისტოს საღამოსთვის პლატფორმაზე შეტყობინებების ჩატვირთვა შეწყდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Movilnet-ის და ორი კერძო პროვაიდერის ინტერნეტის გამოყენებისას. "ილონ მასკი არის X-ის მფლობელი და თავად დაარღვია სოციალური ქსელის ყველა წესი", - თქვა მადურომ პრო-სამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას. მან ასევე დაიჩივლა, რომ პლატფორმას ოპოზიცია "არეულობის მოსაწყობად" იყენებდა.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. ქვეყნის საარჩევნო საბჭომ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. ოპოზიციამ თავისი კანდიდატის ედმუნდო გონსალესის გამარჯვება გამოაცხადა საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლების მონაცემების საფუძველზე. მასკმა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გაყალბებული უწოდა.
მას მადურომ უპასუხა, უწოდა მტერი და გამოთქვა ვარაუდი, რომ მას სურდა ვენესუელაში შეჭრა თავისი „კოსმოსური რაკეტებით“ და მასკი დუელში გამოიწვია.
ბიზნესმენმა გამოწვევა მიიღო. „მადურო დიდი ბიჭია და, ალბათ, იცის, როგორ უნდა იბრძოლოს, ასე რომ ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა“, - დაწერა მასკმა და შესთავაზა ბრძოლის პირობები: „თუ გავიმარჯვებ, ის გადადგება ვენესუელას დიქტატორის პოსტიდან. თუ ის გაიმარჯვებს, მე მას უფასოდ ვამოგზაურებ მარსზე."