
"ოცნების" დეპუტატი – ბაობაბის ხეების გახმობაზე: ენმ–ის წევრები და პრეზიდენტიც ჩართულები არიან
09/08/2024 14:28:34 პოლიტიკა, ციტატა
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამწუხაროდ, პრეზიდენტიც ჩართულები არიან, რომ საზოგადოებრივი სიკეთე, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს, როგორმე შეჩერდეს. მათი ტელევიზიები ჩართულები იყვნენ, და საუბრობდნენ, რომ თურმე მოითხარა ბაობაბები, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში და მათი ტრანსპორტირება არაფრიტ არ შეიძლებოდა საქართველოში, რასაც შემდეგ მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტის კონტაქტი კენიის ხელისუფლებასთან. არ მოხდა ხეების შესაბამისი პირობების დაცვით დარგვა, რადგან დროში იყო გაჭიანურებული და ამ პროცესის გამო, საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ხეები გამხმარია.
“ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არა მარტო საზოგადოების, არამედ სასამართლოს წინაშეც დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებულ საკითხებთან, რომელიც იარსებებს“,- განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძე დენდროლოგიური პარკის განცხადებაზე, რომ "ჩასაფრებული პოლიტიკანების" და "მათ შირმად ქცეული" NGO-ების "ცრუ ბრალდებებზე აგებული საჩივრების" გამო, ბაობაბების კენიიდან საქართველოში გადმოტანის პროცესი გაჭიანურდა და რვავე ხე გახმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021