
მოქალაქის ცემისთვის დაკავებულ სპეცრაზმელს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმეს
09/08/2024 14:56:23 სამართალი
სოფელ ატენში მოქალაქისთვის ცემისთვის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაკავებულ ინსპექტორს დემეტრე რევაზაშვილს და ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალი დაუმძიმდათ.
პროკურატურის ცნობით პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე სპეცრაზმელს, რომელსაც ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ბრალდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის. მხოლო მეორე დაკავებულს დანაშაულის გაზრახ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სპეცრაზმელი 31 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით მეორე დაკავებულის შესახებაც გახდა ცნობილი.