Accentnews.ge
ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის მზადებასთან დაკავშირებით მესამე ახალგაზრდა დააკავეს

ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის მზადებასთან დაკავშირებით მესამე ახალგაზრდა დააკავეს

09/08/2024 15:05:13 მსოფლიო

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული თავდასხმის აღკვეთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.სამში საქმის ირგვლივ სამი ადამიანია დაკავებული.

პოლიციის ცნობით, ერაყის 18 წლის მოქალაქე ავსტრიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს აიყვანეს მას შემდეგ, რაც ის, მთავარ სავარაუდო ეჭვმიტანილს - ავსტრიის 19 წლის მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც წინა დღით დააკავა პოლიციამ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ვენაში ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი ტერორისტული საფრთხის გამო გაუქმდა. ცნობილი გახდა, რომ საქმის ირგვლივ ავსტრიის 19 და 17 წლის მოქალაქეები დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორმა ფრანც რუფმა თქვა, რომ 19 წლის ეჭვმიტანილმა სავარაუდოდ, ერთგულება აღუთქვა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს ივლისის დასაწყისში.

გამოძიბის ფარგლებში ამოიღეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S