
ანკარაში მასშტაბურ ავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებულია
09/08/2024 15:10:18 მსოფლიო
ანკარაში ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 26 დაშავდა.
როგორც ცნობილია, ანკარა-ესკიშეჰირის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ესტაკადის ბოძს შეეჯახა.
ავარიის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, იმის გათვალისწინებით, რომ გზაზე მუხრუჭის კვალი არ ფიქსირდება, არსებობს ვარაუდი, რომ მძღოლს ჩაეძინა.
თავად მძღოლი დაიღუპა.
ესტაკადაზე მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო.