
რუსეთში Signal დაბლოკეს, იგეგმება WhatsApp-ის დაბლოკვაც
09/08/2024 16:37:51 მსოფლიო
როსკომნადზორმა რუსეთში ოფიციალურად დაბლოკა "სიგნალის" მესინჯერი. ამის შესახებ "კომერსანტი" უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე "სიგნალის" მომხმარებლები უჩიოდნენ ხარვეზებს.
"სიგნალი" იყენებს დაშიფვრას, რომელიც, როგორც ითვლება, იცავს კომუნიკაციებს, მათ შორის სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან ჩარევისგან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომიდან რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება.
The Moscow Times–ის ინფორმაციით, WhatsApp-ის ჩასანაცვლებლად კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი "ეროვნული მესენჯერის" შექმნა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული "ტამტამ"-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.