
პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს "სიგიჟე" უწოდა
09/08/2024 16:55:40 მსოფლიო
ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ იაპონურ გამოცემა Nikkei Asia-სთან ინტერვიუში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს "სიგიჟე" უწოდა.
„თუ ომის შეწყვეტა გინდა, ჯერ ცეცხლი უნდა შეწყვიტო“, - თქვა მან და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ამავდროულად, Nikkei Asia–ს ცნობით, დერიპასკამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულია, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორია მისი ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთის ლიდერთან, უპასუხა, რომ „არანაირი ცვლილებები არ არის“.
„ისინი [რუსეთის ხელისუფლება] მე არ მეხებიან, ჩვენ [ბიზნესმენები] არ ვეხებით პოლიტიკას“, - ციტირებს გამოცემა ბიზნესმენს.
დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშაა, ხოლო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ის ევროპის მხრიდან სანქციების ობიექტიც გახდა.
2023 წლის 16 თებერვალს უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, დერიპასკას ქონების ნაციონალიზაცია მოახდინა. ამ გადაწყვეტილებამდე ის უამრავ აქტივს ფლობდა უკრაინაში: ნიკოლაევის ალუმინის გადამამუშავებელი ქარხანა, გლუხოვსკის კვარციტის კარიერი, ხუსტსკის კარიერი, ჟჟელოვსკის კარიერი, კომპანიები "უკრაინის მცველი", "უკრაინის ალუმინი", "სერვის ცენტრი", მეტალურგი", "ბუღალტრული აღრიცხვის ცენტრი ნიკოლაევი", ნიკოლაევის საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პროგრამების ცენტრი", "ზაპოროჟალუმინტორგი", "ზაპოროჟიეს ალუმინის წარმოების ქარხანა".