
დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა
24/01/2020 08:24:22 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა.
გადაადგილების საშუალება მისცეს იმ პენსიონერებს, რომელთაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა გააჩნიათ და ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს, სოფელ წნელისში ქართული პოლიციის პოსტის ჩადგმის შემდეგ დაკეტა.