
ბრაზილიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა
09/08/2024 18:47:09 მსოფლიო
ბრაზილიის შტატ სან პაულოში, დასახლება, ვინჰედოში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა - 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი. ამის შესახებ Globo იტყობინება.
ATR 72 ეკუთვნოდა Voepass Linhas Aéreas-ს და ახორციელებდა შიდა რეისს კასკაველიდან გუარულოსამდე.
ადგლობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ავარიას ბორტზე მყოფი ყველა დაიღუპა. სან პაულოს მთავრობა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, თუმცა იქ არავინ დაშავებულა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის იგნასი ლულ და სილვამ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად სამთავრობო ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით გამოაცხადა.