Accentnews.ge
კონსტანტინოვკას სუპერმარკეტზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რადენობა 14-მდე გაიზარდა, 8 ცხედრის იდენტიფიცირება დნმ–ის გარეშე შეუძლებელია

კონსტანტინოვკას სუპერმარკეტზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რადენობა 14-მდე გაიზარდა, 8 ცხედრის იდენტიფიცირება დნმ–ის გარეშე შეუძლებელია

09/08/2024 19:14:54 მსოფლიო

დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14–მდე გაიზარდა, დაშავებულია 43 ადამიანი, – განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა.

მისივე თქმით, მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები და იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა ჩატარდება.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთმა თავდასხმისთვის სააიაციო რაკეტა X-38. ჭურვის ქობინი იწონის 250 კგ-ს, ფრენის დიაპაზონი 40 კილომეტრია. დაღუპულთაგან რა ადამიანის ამოცნობა ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ჟურნალისტმა სერგეი გორბატენკომ, რომელმაც თავდასხმის ადგილი მოინახულა, დაადასტურა, რომ ცხედრების იდენტიფიცირება მსგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ დნმ-ით იქნება შესაძლებელი: "აფეთქება და ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვნახე ნახშირად ქცეული ცხედრები".

სუპერმარკეტის მენეჯერმა თქვა, რომ თავდასხმისას დაახლოებით, 50 ადამიანი იყო შენობაში.

გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა სუპერმარკეტზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა: „ეს არის ტერორი და ბარბაროსობა. ფრონტზე ვერც ერთი სიტუაცია ვერ გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. გამოძიება უკვე დაწყებულია. <...> ტერორისტული ქვეყანა უნდა დაისაჯოს და დაისჯება ყველაფრისთვის, რაც გააკეთა“.

ამ შეფასებას დაეთანხმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთმა ყოველთვის იცის, სად ურტყამს თავისი რაკეტებით და ეს არის შეგნებული და მიზანმიმართული რუსული ტერორი. კიდევ ერთი ომის დანაშაული, რომლისთვისაც ოკუპანტი პასუხს აგებს. პასუხის გაცემა სასამართლოს და ისტორიის წინაშე და უკვე ჩვენი ჯარისკაცების ძალის წინაშე“.

მისივე თქმით, კონსტანტინოვკაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება – მგარდა სუპერმარკეტისა, დაზიანდა ათობით შენობა: ფოსტა, მაღაზიები, საცხოვრებელი კორპუსები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S