Accentnews.ge
აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

10/08/2024 09:16:08 მსოფლიო

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

„აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაც დამცველებს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები ჰქონდეთ“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29 ივლისს, აშშ-მა უკრაინისთვის ორი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S