
რუსეთი კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებზე თავდასხმის შესახებ იუწყება
12/08/2024 06:38:01 მსოფლიო
რუსეთი კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებზე თავდასხმის შესახებ იუწყება.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატი“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მისი მტკიცებით, 11 დრონი კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბელგოროდში, 2 კი - ვორონეჟში.