Accentnews.ge
პრემიერი განმარტავს, რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს

პრემიერი განმარტავს, რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს

12/08/2024 08:02:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ".

„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ მასთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა.

ამავე თემაზე: შაჰინი: მოვითხოვეთ შეხვედრა ივანიშვილთან, რომელიც საქართველოში გადაწყვეტილების ძირითადი მიმღებია, თუმცა მან უარი გვითხრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S