Accentnews.ge
პრემიერი შაჰინსა და ტერნერს პასუხობს: "ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან"

პრემიერი შაჰინსა და ტერნერს პასუხობს: "ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან"

12/08/2024 08:38:46 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, იგი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ამერიკელი კოლეგების მხრიდან ელის. ასე გამოეხმაურა პრემიერი ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის მაიკ ტერნერის მიერ 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებს.

„არ მინდა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთო. ჩემთვის სამწუხაროა, ხშირად იმართება შეხვედრები, მე მქონდა პირადად შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებთან, სენატორთან და კონგრესმენთან, თუმცა საუბრები საუბრებად რჩება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში, მთავარი და აუცილებელია ის, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში არ ვიხილოთ, ისეთი პროცესები, როგორიც ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში, მაგალითად, რას აკეთებდა ამერიკის ყოფილი ელჩი. ამ ფონზე, ამ პრობლემების ფონზე, რაც ხელოვნურად შეიქმნა გასული 4 წლის განმავლობაში, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან გადადგმულია ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით, რომ გადაიდგმება საპასუხო ნაბიჯები ამერიკელი კოლეგების მხრიდან“,-განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე: შაჰინი და ტერნერი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერი არ არის დაინტერესებული ურთიერთობების გაგრძელებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S