Accentnews.ge
მელია – თავდასხმაზე: ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე

მელია – თავდასხმაზე: ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე

12/08/2024 08:52:01 პოლიტიკა

პარტია „ახალის” ლიდერი ნიკა მელია მასზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.

„ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თუმცა წელს, 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ „ქართული ოცნება”, დასრულდება ყველა ის პოლიტიკური მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. შეუძლებელია, ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციულ ფეოდალიზმად, შეუძლებელია, ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებში”, – აცხადებს მელია.

ნიკა მელიას გუშინ სამტრედიაში თავს დაესხნენ. მელიაზე თავდასხმი. ს ამსახველი ვიდეო "ტვ პირველმა" გაავრცელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S