
მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის ცხედარი იპოვეს
12/08/2024 11:16:05 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის ცხედარი დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
უწყების ცნობით, ცხედარი გადმოსვენებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ცნობისთვის: მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა.