
Bellingcat-ს დამფუძნებელი დასავლურ მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რუსეთში მომუშავე ყველა კორესპონდენტი უკან გაიწვიონ
12/08/2024 12:27:35 მსოფლიო
ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი დასავლურ მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რუსეთში მომუშავე ყველა კორესპონდენტი უკან გაიწვიონ, რადგან არსებობს რისკი, რომ "პუტინი მათ დააკავებს და შემდეგ პატიმრების გაცვლისთვის გამოიყენებს". ამის შესახებ Bellingcat-ს დამფუძნებელმა ბულგარული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
გროზევის თქმით, რუსეთში ჟურნალისტების შემდგომი ყოფნის სარგებელი, რისკების გათვალისწინებით, ძალიან მცირეა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ბოლო გაცვლა რუსეთსა და დასავლეთს შორის 1 აგვისტოს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოსკოვმა დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტი და რამდენიმე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი გერმანიის ციხიდან საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი გაათავისუფლეს.