Accentnews.ge
კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი: უკრაინული ძალები ოლქში მდებარე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი: უკრაინული ძალები ოლქში მდებარე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

12/08/2024 14:07:36 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს. ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ორი ათასი ადამიანის ბედი ამჟამად უცნობია", - განაცხადა სმირნოვმა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ოლქში 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.

როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისთვის 121 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული, კიდევ 180 ათასი ადამიანი ევაკუაციას ელოდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S