
ზარქუა – ხაბეიშვილის ცემაზე: „ქართველები ვართ – თავმოყვარე ერი“
24/01/2020 12:24:23 ციტატა
„მილიონჯერ გავაფრთხილეთ [ლევან ხაბეიშვილი], რომ ილაპარაკოს თემაზე არგუმენტებით, როგორც მისი კოლეგები საუბრობენ...როცა პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ეხლა იქ პასუხს მიიღებ და მერე თურმე 10 კაციო. რა 10 კაცი, ეკრანზე ჩანს – გვერდით ვინც ეჯდა, იმან მოუთაქა ერთი, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როდესაც პირადი შეურაცხყოფაა, თითოეული თქვენგანი ასე იზამდით, რადგან ჩვენ ქართველები ვართ – თავმოყვარე ერი, თავმოყვარე ადამიანები“
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა“ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ზარქუამ საკრებულოში მისი კოლეგის, ენმ–ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.