
ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს, საბერძნეთმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა
12/08/2024 15:09:01 მსოფლიო
ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს. საბერძნეთმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.
როგოც ევროკომისიაში აცხადებენ, საბერძნეთის ხელისუფლების თხოვნით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ამოქმედდა, რომლის საფუძველზე ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის.
კერძოდ, მისი ცნობით, ტყის ხანძართან საბრძოლველად მეხანძრეებს იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გაგზავნიან.
ამავე თემაზე: საბერძნეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს.