
უკრაინა საფრანგეთს მოუწოდებს, პარიზის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება მისცეს
12/08/2024 15:45:30 მსოფლიო
უკრაინა საფრანგეთს მოუწოდებს, პარიზის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება მისცეს. ამის შესახებ საფრანგეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა.
"საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრთან სებასტიან ლეკორნუსთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ფრონტის ხაზზე ბოლო პერიოდში არსებული ვითარება. მე მოვუწოდე [პარიზს] მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის აკრძალვების მოხსნის თაობაზე", – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოცილაურ ქსელში.
მიმდინარე წლის მაისში სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას Aster-ის ტიპის საზენიტო რაკეტების ახალ პარტიას გადასცემდა.