Accentnews.ge
სირსკი: რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის

სირსკი: რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის

12/08/2024 16:36:52 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის კონტროლის ქვეშ არის. ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, მან უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ისაუბრა.

„ამჟამად, რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა სირსკიმ.

ცნობისთვის: უკრაინის თავდაცვის ძალები 6 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელებმა კურსკის ოლქის სიღრმეში წინ წაიწიეს 30-35 კილომეტრის მანძილზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S