
უკრაინის საჰაერო ძალები: ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა
12/08/2024 17:06:31 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მისი ცნობით, ამ დროისთვის განგაში მოქმედებს სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში.
„ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხეა იმ რაიონებში, სადაც განგაშია გამოცხადებული“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მანამდე განგაში გამოცხადდა კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.