Accentnews.ge
ზელენსკი: "მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას"

ზელენსკი: "მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას"

12/08/2024 19:16:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების მოულოდნელ შეჭრაზე პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.

"რუსეთმა ომი სხვებს მოუტანა და ახლა ომი სახლში ინაცვლებს. უკრაინას ყოველთვის მხოლოდ მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას ნამდვილად უზრუნველვყოფთ. [...] რუსეთი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას", - განაცხადა ზელენსკიმ დღეს საღამოს ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, საზღვრის მიღმა, რუსეთში წარმოებული ოპერაცია უკრაინისთვის "მხოლოდ უსაფრთხოების საკითხს" წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა ძალებმა დაიკავეს ის საზღვრისპირა არეალები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სუმის რეგიონის წინააღმდეგ თავდასხმისთვის იყენებდა.

ზელენსკი გამოდის სამშვიდობო გეგმით, რომელიც მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ თავის პოზიციაზეა, რომ უკრაინამ რუსეთს უნდა გადასცეს აღმოსავლეთის და სამხრეთის ოთხი რეგიონი, რომლებიც რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს და რომლებზეც მთლიანად აცხადებს პრეტენზიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S