
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 38 დრონიდან 30 ჩამოვაგდეთ
13/08/2024 06:30:25 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 38 დრონიდან 30 ჩამოაგდეს.
მისი ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.