Accentnews.ge
"ჰამასმა" პირველად აღიარა მძევლის მკვლელობა

"ჰამასმა" პირველად აღიარა მძევლის მკვლელობა

13/08/2024 07:19:52 მსოფლიო

ისრაელელი მძევალი ტყვეობაში მოკლა კაცმა, რომელიც მას დარაჯობდა,– იტყობინება ალ-ქასამის ("ჰამასის" სამხედრო ფრთა) სპიკერი აბუ ობაიდი.

როგორც Reuters-ი მის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, კიდევ ორი ​​მძევალი მძიმედ დაშავდა ღაზას სექტორში მომხდარი ორი ცალკეული ინციდენტის შედეგად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პალესტინელებმა აღიარეს მძევლის მკვლელობა, ისინი მანამდე მძევლების დაღუპვას IDF-ის დაბომბვას მიაწერდნენ.

თუმცა, აბუ ობაიდამ თქვა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება ისრაელს და მისი არმიის ქმედებებს ღაზას სექტორში. ალ-ქასამის წარმომადგენლის თქმით, მძევლებზე თავდასხმები იყო „რეაქცია“ პალესტინელების „ხოცვა-ჟლეტის“ შესახებ ამბებზე.

აბუ ობაიდამ დასძინა, რომ მძევლებზე თავდასხმები "გამოძიებული იქნება" და მიმდინარეობს "ძალისხმევა" დაჭრილი ქალების სიცოცხლის გადასარჩენად.

IDF-ის სპიკერმა ავიჩაი ადრეიმ X-ზე განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს "ჰამასის" განცხადებებს. ჩვენ ვაგრძელებთ განცხადების სისწორის შემოწმებას“.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლებიდან 111 ღაზას სექტორში რჩება. მათგან 39 უკვე დაღუპულია, მათი გარდაცვალება დაადასტურა IDF-მა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S