Accentnews.ge
შაჰინი და ტერნერი: აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას

შაჰინი და ტერნერი: აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, ამერიკის პოლიტიკა არ შეიცვლება, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას

13/08/2024 07:20:51 პოლიტიკა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

რას ამბობს შაჰინი

"ავტორიტარული ერების მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, მაგალითად, როგორიცაა რუსეთი, რომელიც 16 წლის წინ შეიჭრა საქართველოში, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლების მიმართ, ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ კვლავ დავადასტურეთ ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ, მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ქვეყანისთვის, ვიდრე სარგებელი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. უკან დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებას," - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.

რას ამბობს ტერნერი

"აშშ-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეიცვლება.

აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი ისევე, როგორც მოწვევისთვის, რომ შევერთებოდი ამ ვიზიტს ამ კრიტიკულ დროს", - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S