Accentnews.ge
ლარის კურსი 30 მაისს

ლარის კურსი 30 მაისს

30/05/2019 03:27:42 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7997 ლარი ეღირება, ევრო – 3.1236 ლარი.

29 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7876 ლარი ღირდა, ევრო – 3.1182 ლარი.

საქართველოს მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ეკონომისტთა ნაწილი კი არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

"ის, რომ დღეს ლარი უფასურდება რაღაც რეკორდულ მაჩვენებლამდე, არის იმ წლების განმავლობაში დაგროვებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალი. ამ გაუფასურებით თუ ვინმე ზიანდება არის მოსახლეობა და ისედაც ამ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები,"-აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

კურსის ცვლილების მიზეზებზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, კურსზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და ამავე დროს მათ უმეტესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

"მსხვილი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ ზოგადად დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს. დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდიაა ამავე დროს ლირას გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა. რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოყვება და ამის მაგალითი, თუ გადახედავთ ბოლოს 3 წლის ინფორმაციას, რამდენიმე არის. მნიშნელოვანია, რომ შეხვედოთ რა ხდება რეზერვების მიმართულებით. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები საკმაოდ ხანრგლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა ადეკვატურ დონეს, რაც მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში  რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას იმაზე, რომ რეზერვები გაიზარდოს, გამყარების პერიოდში ჩვენ ვყიდულობდით ხოლმე რეზერვებს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას”, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, სწორედ ზემოთაღნიშნული ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ვალუტის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა, უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელი არ არის. 

„ზუსტად ამ მიზეზის გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც მაკროეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყევებზე როგორც წესი კომენტარს არ აკეთებენ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S