
თურქეთში დანით და ცულით შეიარაღებული კაცი გამვლელებს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
13/08/2024 07:38:24 მსოფლიო
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ ესქიშეჰირში დანით და ცულით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Cumhuriyet იტყობინება.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს - ორი მძიმე მდგომარეობაშია. ეჭვმიტანილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭია. თავდამსხმელი საბრძოლო კომპიუტერული თამაშის პერსონაჟის ფორმაში იყო გამოწყობილი, – წერს ადგილობრივი გამოცემა Eskishehir. მას ეკეთა სათვალე, ნიღაბი, ჩაფხუტი და ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მკერდზე ნაცისტური ემბლემით.
ის შემთხვევით გამვლელებზე თავდასხმას ჩაფხუტზე დამაგრებული კამერით პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ჩანაწერი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია X-ზე.