Accentnews.ge
ირანში რუსი სამხედროები ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას სწავლობენ

ირანში რუსი სამხედროები ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას სწავლობენ

13/08/2024 08:05:09 მსოფლიო

ათობით რუსი სამხედრო ირანში Fath-360-ის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას სწავლობს. ამის შესახებ Reuters ევროპული დაზვერვიდან ორმა წყაროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, ხელი მოაწერეს კონტრაქტს ირანელ ოფიციალურ პირებთან Fath-360-ისა და სხვა ბალისტიკურ სარაკეტო სისტემებზე, რომელიც ირანის მთავრობის საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის ორგანიზაციის (AIO) მიერ შეიქმნა.

რამდენიმე კონფიდენციალურ სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული პერსონალი ეწვია ირანს, რათა გაცნობოდა, როგორ გამოეყენებინა Fath-360, რომელიც რაკეტებს მაქსიმალური 120 კილომეტრის მანძილზე უშვებს და 150 კილოგრამიანი ქობინი აქვს. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ წვრთნის შემდეგ "ერთადერთი შესაძლო" ნაბიჯი იქნება რაკეტების რუსეთისთვის მიწოდება.

როგორც განმარტავენ, მოსკოვს საკუთარი ბალისტიკური რაკეტების მარაგი აქვს, მაგრამ Fath-360-ების მიწოდებამ შეიძლება საშუალება მისცეს თავისი არსენალი უფრო მეტად ფრონტის ხაზის მიღმა სამიზნეებისთვის გამოიყენოს, ხოლო ირანული რაკეტები უფრო ახლო მანძილზე ისროლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S