Accentnews.ge
საქსტატი: მიმდინარე წლის 7 თვეში ექსპორტი 1.4%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2.9%–ით გაიზარდა

საქსტატი: მიმდინარე წლის 7 თვეში ექსპორტი 1.4%–ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2.9%–ით გაიზარდა

13/08/2024 08:18:44 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4%-ით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 504.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S