Accentnews.ge
ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს, არის მსხვერპლი

ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს, არის მსხვერპლი

13/08/2024 08:56:26 მსოფლიო

საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ტყის ხანძარი მძვინვარებს.

დღეს მაშველებმა სტიქიის შედეგად დაღუპული ერთი ადამიანის ცხედარი ათენის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბან ვრილისიაში აღმოაჩინეს.

ტყეში გაჩენილმა ხანძარმა გავრცელება ათენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში, დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე რაიონიდან დაიწყო და მალევე მოედო ქალაქ ვარნავასსა და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.

12 აგვისტოდან ცეცხლი გავრცელდა სამხრეთშიც და საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბნებამდე მიაღწია.

ქვეყნის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმა.

ტყის ხანძრების გამო მოსახლეობა ევაკუირებულია 30-მდე დასახლებული პუნქტიდან, მათ შორის – ისტორიული მარათონიდან და საზღვაო ქალაქ ნეა-მაკრიდან.

ცეცხლის კერების ქრობაში ჩართულია ასეულობით მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ავიაცია. არასაკმარისი რესურსების გამო საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა. დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს ესპანეთმა, იტალიამ, თურქეთმა, რუმინეთმა, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და კანადამ.

საბერძნეთში უკვე არაერთი კვირაა ძლიერი გვალვა და ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მხოლოდ კლიმატური პირობებია თუ არა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ამავე თემაზე: საბერძნეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S