Accentnews.ge
რუსეთის ФСБ–მ ღალატის მუხლით სამხედრო ნაწილის თანამშრომლის დაკავების შესახებ განაცხადა

რუსეთის ФСБ–მ ღალატის მუხლით სამხედრო ნაწილის თანამშრომლის დაკავების შესახებ განაცხადა

13/08/2024 09:12:28 მსოფლიო

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილის თანამშრომელი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს, იუწყება კრემლის მიერ კონტროლირებული TASS ФСБ–ზე დაყრდნობით.

რუსეთის სპეცსამსახურის ცნობით, ქალი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, „კონტაქტს ინარჩუნებდა "სიგნალის" მესინჯერის მეშვეობით“ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელთან.

2023 წლის იანვარში, ФСБ-ს თანახმად, მან სამსახური მიიღო "ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში", სადაც შეაგროვა "სხვადასხვა სახის ინფორმაცია არსენალზე, ბაზებსა და საწყობებზე".

ამ მონაცემების გადაცემის შემდეგ, იგი დააკავეს და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ღალატის მუხლით.

მედია აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან ФСБ რეგულარულად ავრცელებს ცნობებს მსგავსი ტიპის საქმეების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S