Accentnews.ge
IAEA-ს ექსპერტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის კვალი არ აღმოუჩენიათ

IAEA-ს ექსპერტებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის კვალი არ აღმოუჩენიათ

13/08/2024 09:42:38 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტებმა დაათვალიერეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მდებარე წყლის გაგრილების კოშკი, სადაც 11 აგვისტოს ხანძარი იყო. უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. სადგურს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს. მონიტორინგის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე ექსპერტი.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპეციალისტებს არ აღმოუჩენიათ არც დამწვარი საბურავების და არც უპილოტო საფრენი აპარატის კვალი.

თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა და დამატებით კვლევას ჩაატარებენ.

სააგენტოს სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონე მომატებული არ არის.

უკრაინამ და რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსული მხარის განცხადებით, ხანძარი უკრაინული დრონით დარტყმამ გამოიწვია. უკრაინამ გამომწვევ მიზეზად დაასახელა საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის განზრახ გაჩენა ან გულგრილობა, მათ შორის საბურავების დაწვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S