
თურქეთში „ინსტაგრამის“ აკრძალვისა და ერდოღანის გაკრიტიკებისთვის დააკავეს მოქალაქე
13/08/2024 09:59:25 მსოფლიო
თურქეთში "ინსტაგრამის" აკრძალვის გაკრიტიკებისთვის დააკავეს მოქალაქე.
გასულ კვირას „იუთუბრხზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ამჟამად უკვე ბრალდებული ქალი იყო იმ რამდენიმე გამვლელს შორის, რომლებსაც ჰკითხეს, რას ფიქრობდნენ „ინსტაგრამის“ აკრძალვაზე.
„ეს არასწორია. პრეზიდენტს არ შეუძლია „ინსტაგრამის“ აკრძალვა, როგორც მას სურს“, – განაცხადა ქალმა.
ამასთან, მან გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და ისინი, ვინც მხარს უჭერდა „ინსტაგრამის“ აკრძალვას.
ირკვევა, რომ ამგვარი პოზიციონირება გახდა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი. მას "სიძულვილის წაქეზებასა" და "პრეზიდენტის შეურაცხყოფას" ედავებიან.
თურქულმა სასამართლომ ქალის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთმა „ინსტაგრამზე“ წვდომა 2 აგვისტოს სოციალური მედიის „კანონებისა და წესების“ დარღვევის გამო აკრძალა, შემდეგ კი შეზღუდვა მოხსნა, რადგან „ინსტაგრამი“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.