Accentnews.ge
რუსეთის სასამართლო ბრალდებულებს ომში წასვლის სანაცვლოდ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას სთავაზობს

რუსეთის სასამართლო ბრალდებულებს ომში წასვლის სანაცვლოდ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას სთავაზობს

13/08/2024 10:14:59 მსოფლიო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ შეიმუშავა კანონპროექტი, ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს საომრად წასვლის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ამის შესახებ RAPSI იუწყება.

ამჟამად მოქმედი წესით, წვევამდელები ან კონტრაქტზე მყოფი ჯარისკაცები შეიძლება გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გამოძიების ეტაპზე ან განაჩენის გამოტანის შემდეგ. უზენაესი სასამართლოს კანონპროექტით კი სისხლის სამართლის საქმე შეიძლება შეწყდეს სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში.

ამასთან, შეთავაზებულია ამ წესის გავრცელება მათზე, ვისაც უკვე გამოუცხადეს განაჩენი, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაში ან არის გასაჩივრების ეტაპზე.

როდის წარედგინება კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, არ არის დაზუსტებული.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაიწყო პატიმრების, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირებს გადაბირება და უკრაინაში საომრად გაგზავნა. ვლადიმირ პუტინმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ათეული პირი შეიწყალა.

2024 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ უკრაინასთან საომრად გაგზავნილი რუსი მსჯავრდებულები აღარ იღებდნენ შეწყალებას – მათ ანიჭებენ „პირობით გათავისუფლებას“ და ავტომატურად უგრძელებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დადებულ კონტაქტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S